„გარდა იმისა, რომ ყველა თანამდებობაზე, სადაც კი უმუშავია მიხეილ სარჯველაძეს, წარმატება სულ თან სდევდა, ახლაც, დარწმუნებული ვარ, მაღალ პროფესიულ დონეზე გაართმევს თავს ახალ თანამდებობას“, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნინო ფოჩხუა ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძის დანიშვნასთან დაკავშირებით.
„ვერ იქნები მაღალი პროფესიონალი, თუ არ გაქვს ისეთი თვისებები, როგორიც არის წესიერება, პატიოსნება, გულისხმიერება და, რაც მთავარია, ადამიანობა. ეს თვისებები კი არ აკლია მიხეილ სარჯველაძეს.
წარმატებებს ვუსურვებ მას!“ – აღნიშნავს ნინო ფოჩხუა.