ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა და, აქედან გამომდინარე, არახამიასა თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას ქართული მხარე არ აპირებს.

“ავანტიურისტი არახამია რას იტყვის, თუნდაც იმიტომ არ არის საინტერესო, რომ ამ სუბიექტს ჯერ ის ვერ გაურკვევია, ეროვნებით ვინ არის – იმ ქვეყნის ენა (ქართული) მან არ იცის, საიდანაც „ფესვები“ გააჩნია; ასევე, არ იცის ის ენა (უკრაინული), სადაც ცხოვრობს და დიდი ფულს შოულობს, სამაგიეროდ, ყველაზე კარგად იმ ენაზე (რუსულზე) მეტყველებს, რომელთანაც „მის ქვეყანას“ ომი აქვს!
მთავარი კი ის არის, რომ ჯიბეში ამერიკული პასპორტი უდევს, – ალბათ, ყოველი შემთხვევისათვის, თუ საჭირო გახდება, სწორედ იქ რომ გაქუსლოს. ახლა, ვინმე თუ ფიქრობს, რომ მის ნათქვამს რამე სერიოზული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს, ეს უკვე მისი ვიწრო პოლიტიკური აზროვნების გამოხატულებაა. დღეს უკრაინა ასეთი ხალხის ხელში რომ არის, ეს რუსეთთან ომზე არანაკლები ტრაგედია გახლავთ“, – წერს ნიკოლეიშვილი.