„უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიფუჭებია; ურთიერთობა გააფუჭა უკრაინულმა მხარემ „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველ დღე ახალი დამნაშავის და მწამებლის შეფარებით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა „ქრონიკაში“.

მისივე თქმით, უკრაინა კრიმინალური რეჟიმის სისტემის – როგორც მმართველების, ისე მთავარი აღმსრულებლების თავშესაფრად იქცა.

„მეგის ქარდავას რომ ამდენი ხანი ინახავდნენ და მისი კალიბრის არაერთ სხვა დამნაშავეს, რომლებიც ადამიანების გაუპატიურებაში, მკვლელობაში, წამებასა და ათას უბედურებაში არიან მხილებულნი და დღესაც არაერთ ასეთს იფარებენ, სწორედ ამან გააფუჭა ურთიერთობები უკრაინა-საქართველოს შორის“, – აღნიშნა დავითულიანმა.