საქართველო, ფასების დონის სიმცირით, მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულში იმყოფება – კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს, რომელიც 188 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფასების დონის მაჩვენებლებს მსყიდველუნარიანობის მიხედვით იკვლევს.
ინდექსი საშუალებას იძლევა, დროის კონკრეტულ მომენტში შევადაროთ სხვადასხვა ქვეყნის ფასების დონე, გამოხატული ერთიან ვალუტაში – რაც უფრო დაბალია ფასების დონის ინდექსი მოცემულ ქვეყანაში, მით უფრო ნაკლებ თანხად შეიძლება იყიდოს ადამიანმა ერთი და იგივე პროდუქტების ნაკრები ამ ქვეყანაში.
ევროპაში, კავკასიასა და შავიზღვისპირეთში სიიაფით საქართველოს მხოლოდ ჩრდილოეთ მაკედონია და თურქეთი, მცირედით უსწრებს.
2012 წელთან შედარებით, სიიაფის რეიტინგში საქართველო 18 ადგილით დაწინაურდა – მაშინ საქართველო ფასების დონის სიმცირით მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებდა.