ანალიტიკოსი გია აბაშიძე მსოფლიო ბანკის კვლევის მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, საქართველო, ფასების დონის სიმცირით, მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია.
“ინფლაციაზე “ნაცსექტის” მორიგი დეზინფორმაცია და ციფრებით უშინაარსო ჟონგლიორობა ისეთივე ხანმოკლე და უაზრო ფარსია, როგორც “მომაკვდავი” სააკაშვილი.
რევანშისტების ე.წ. რევოლუციური “მესიჯბოქსი” 2003 წლის სცენარით დიდი ხანია, მოძველდა ციფრული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის სწრაფად გავრცელების ეპოქაში. თანაც, საპროტესტო მუხტს ვერაფრით აწევენ მუდმივად ბოროტი ტყუილებით, ომისა და ნგრევის პროპაგანდით.
საქართველო, ფასების დონის სიმცირით, მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულში იმყოფება. კვლევას მსოფლიო ბანკი აწარმოებს, რომელიც 188 ქვეყანასა და ტერიტორიაზე ფასების დონის მაჩვენებლებს მსყიდველუნარიანობის მიხედვით იკვლევს”, – წერს გია აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.