“2008 წლის ომი ისევე, როგორც შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ქცევა ბევრ ეჭვს აღძრავს, მათ შორის მათ მიერ შემუშავებული და მხარდაჭერილი რეზოლუცია ევროსაბჭოში”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ”მაღალი რანგის შეხვედრაში გაცვალეს ომის შემდეგ ის ინსტრუმენტი, რაც საქართველოს  რუსეთთან მიმართებაში ჰქონდა.

,,ასევე ის, თუ როგორ იქცეოდნენ ამ ყველაფრის შემდეგ. ყველას გახსოვთ, რომ სწორედ ომის შემდეგ იყო, როცა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ ნება დართო და მოხსნა საკუთარი ვეტო მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვაა – მაშინ, რა თამაშს თამაშობდა “ნაციონალური მოძრაობა”.

ჩვენ ვიცით, რა ხასიათი და ნირი აქვს ამ პარტიას. ისინი საქართველოს ინტერესებიდან არ ამოდიან და ამას ყოველ დღე ვხედავთ. რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესებით არც მაშინ იმოქმედებდნენ. ადრე თუ გვიან ყველაფერს ნათელი მოეფინება. რაც შეეხება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობას, როგორც საუბრობენ, ერთი მაღალი რანგის შეხვედრაში გაცვალეს ის ინსტრუმენტი, რაც მაშინ საქართველოს  რუსეთთან მიმართებაში ჰქონდა. მათი დამოკიდებულება ასეთია, ისინი არ უყურებენ ქვეყანას, სამშობლოს. ამოდიან საკუთარი კეთილდღეობისა და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა პაპუაშვილმა.