“არ შეიძლება უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში გეკითხებოდნენ დათო კეზერაშვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და ისინი საუბრობდნენ ხახვზე, კიტრზე და ფასებზე, უხერხულად ჩანს”, – განაცხადა „ახალის“ ლიდერმა ნიკა მელიამ გადაცემაში „რეაქცია“.

„რა არ მომწონდა „ნაციონალური მორაობის“ დროს, როდესაც მე კონკრეტულად ჩემზე ხმა არ მივეცი – ბუნებრიობა არ ჩანდა ხოლმე, რაც მინდა, ნიკასაც უნდა რომ ჩვენს პარტიაში ადამიანების ეს ბუნებრიობა არ დაიკარგოს. არ შეიძლება ყველა და ყველაფერი მესიჯბოქსში ჩასვა.

2012 წლამდე, ერთ-ერთი რამ, რაც მაღიზიანებდა, მოლაპარაკე თავებში ადამიანებს ვერ ვხედავდი, იმიტომ, რომ საუბრობდნენ სადღაც დაწერილი გზავნილებით, ერთს ეკითხებოდა ჟურნალისტი და მეორეს პასუხობდა. აქაც ვხედავ პრობლემას, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონტრასტი ხომ უნდა დავანახოთ“ – განაცხადა ნიკა მელიამ.