“ვეტინგი” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მისი საბოლოო მიზანია, პოლიტიკური კონტროლი განახორციელოს სასამართლო ხელისუფლებაზე“, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.
“ვეტინგი“ პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას და კონსტიტუციურ- სამართლებრივ პრინციპებს. ეს ჩემზე კარგად იციან მოსამართლეებმა, ამიტომ ვფიქრობ, გასაკვირია კონკრეტულ მოსამართლეთა ზერელე დამოკიდებულება საკუთარი პროფესიისადმი. რთული წარმოსადგენია და, მეტიც, ქართული სამართლის დაცინვაა მცდელობა, ისეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის პირი, როგორიც მოსამართლეა, უცხო ქვეყნის მოქალაქემ შეაფასოს.
არ მჯერა, რომ კონკრეტულ მოსამართლეთა მზაობა “ვეტინგის” სისტემისადმი მათი დამოუკიდებელი პოზიციაა. აბა, როგორ შეიძლება, საკუთარი საქმიანობის განხორციელებაზე მოსამართლეს სურდეს პოლიტიკური კონტროლი?
გასაგებია, რომ ოპოზიციური სპექტრი “ვეტინგის” დანერგვის ინიციატორია, რადგან მათი სურვილი და მიზანია, სასამართლო იყოს მათზე და გარე ძალებზე დამოკიდებული, მაგრამ ნუთუ ამ პოლიტიკურ მიზანს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებსა და მთავარ იდეას, მოსამართლეთა მცირე ნაწილი მართლა უერთდებით? ნუთუ საკუთარ კეთილსინდისიერებაში ეჭვი გეპარებათ და გსურთ, იგი უცხოელმა გარე აქტორმა შეამოწმოს?
მინაწერი: გავიგე რა, თუ ვინ არიან ეს მოსამართლეები, რომლებმაც “ვეტინგის” დანერგვისათვის მზაობა გამოთქვეს, გული დამწყდა, რადგან რთულია, შეეგუო მათ ასეთ პოზიციას მაშინ, როცა სტუდენტობისას ისინი ბევრს და ბევრად განსხვავებულს გასწავლიდნენ“, – წერს მეგრელიშვილი.