“ე.წ. NGO, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და კანონმდებლობას და მალავს საკუთარი უცხოური დაფინანსების მიზნებს, არის საქართველოსთვის უცხო სხეული”, – წერს ალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

იგი ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას – “თუ „ენჯეოები” ფიქრობენ, რომ ორი აზრი უნდა არსებობდეს ქვეყნის სუვერენიტეტზე, მაშინ უკვე გასაგებია რასთან გვაქვს საქმე. ეს არის სწორედ ის მავნე გავლენა, რაც აქვს ას პროცენტიან უცხოურ დაფინანსებას”.

 

“აუტსაიდერები” რომ არიან, მათივე ფსევდო-კვლევებითაც დასტურდება.

“ნაცენჯეობი”, რომელთა ფართო საზოგადოებაზე გავლენა ნულია, მოითხოვენ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, კონსტიტუციურ ინსტიტუტებს ვითომ “აშავებენ” და მაინც ფინანსდებიან გარედან, არიან მტრული ელემენტები. ხოლო ასეთ არასამთავრობოებში დასაქმებულნი წარმოადგენენ უსამშობლო ფულის მონებს. მათი უმეტესობის ერუდიციის შეფასებას ამჯერად უკომენტაროდ დავტოვებ”, – წერს აბაშიძე “ფეისბუკზე”.