პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან.