“დაფრთხა, შეშინდა ოპოზიცია, როდესაც ტანსა და გონში იგრძნო სუსხი – ასე დავახასიათებდი მათ რეაქციებს ოპოზიციის მოკავშირედ ქცეული “პრეზიდენტის” სრულიად აბსურდული ვეტოს დაძლევაზე”, – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს.

“ვეტოს აბსურდულობა თუნდაც იმაშია, რომ “პრეზიდენტს” ნორმალურად და დასაშვებად მიაჩნია, გარკვეულ სიტუაციაში ცესკო-ს ხელმძღვანელობდეს პოლიტიკური პარტიის (არა აქვს მნიშვნელობა, რომელი) წევრი, თავისი პოლიტიკური ანგაჟირებითა და ინტერესებით.
ყველამ ნახა და მოისმინა, რომ სწორედ ამისკენ მიჰყავდა პროცესები რადიკალურ ოპოზიციას”, – წერს ანჯაფარიძე “ფეისბუკის” გვერდზე.