“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “ვეტინგის” საკითხის დახურულად გამოცხადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის – მამუკა მდინარაძის განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

“ე.წ. ვეტინგის თემას დახურულად ვაცხადებთ. ქვეყნის კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობაზე დარტყმას საკუთარი ხელით ნამდვილად არ ვაპირებთ” – მამუკა მდინარაძე. ძალიან სწორი პოზიციაა, რადგან მკაფიოდ უნდა დაისვას წერტილი – რეფორმად შემოსაღებული “ვეტინგი” არის ქართული მართლმსაჯულების კონსტიტუციური და სუვერენული ჩარჩოდან პირდაპირპროპორციულად გატანა! ნებისმიერი მოსამართლე, იურისტი, პოლიტიკოსი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც “ვეტინგს” თანხმდება, არის ქართული სუვერენიტეტისა და კონსტიტუციის მტერი!” – წერს ქადაგიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.