„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი – „სინამდვილეში“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის – გიორგი მსხილაძის განცხადებას გამოეხმაურა.

„სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით: „ვეტოს დაძლევით მივიღეთ მოცემულობა, როდესაც საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება მოხდება ერთპარტიულად და იქნება ერთპარტიული საარჩევნო კომისია”.
✅ სინამდვილეში, გიორგი მსხილაძის განცხადება დეზინფორმაციაა და მიზნად ისახავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაციას.
❗️ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 8 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი შედის:
1. დავით კირთაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
2. გიორგი სიორიძე – „ლელო“;
3. ⁠ანა კობახიძე – „სტრატეგია აღმაშენებელი“;
4. ⁠ივანე ნორაკიძე – „მოქალაქეები“;
5. ⁠ია პირტახია – „ევროპელი დემოკრატები“;
6. ⁠ლევან ჯგერენაია – „გირჩი“;
7. ⁠დავით ჯინჯოლავა – „ევროპული საქართველო“;
8. ⁠ნინო ბასილაია – „ევროპელი სოციალისტები“, – ნათქვამია განცხადებაში.