პარტია „ხალხის ძალის” სათავო ოფისში პარტიის მთავარი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც „ხალხის ძალის“ მმართველობითი რგოლი დამტკიცდა.
სხდომაზე პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურ მდივნად დიმიტრი ხუნდაძე აირჩა, აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, პოლიტიკური მდივანი – მიხეილ ყაველაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი – ეკა სეფაშვილი, ხოლო რეგიონული მდივანი – ვიქტორ ჯაფარიძე გახდნენ, რომელთა კანდიდატურებს სხდომამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
ასევე, მთავარი კომიტეტის სხდომაზე განიხილეს პარტიის სამოქმედო გეგმა და სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხი, მათ შორის, დაიგეგმა პარტიის რეგიონული სტრუქტურის ჩამოყალიბება და რეგიონებში ლიდერების შეხვედრები პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებთან.