„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მათი მისამართით, ვინც აცხადებს: „რა დროს “ელგებეტეა”, როცა ხალხს შია”.
ქართველიშვილი პრობლემის აქტუალიზაციაზე საუბრობს და მაგალითად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ამ თემისადმი დამოკიდებულების ამსახველი პუბლიკაციები მოჰყავს.
„როდესაც გაღიზიანებული ტონით გვეკითხებიან: „რა დროს “ელგებეტეა”, როცა ხალხს შია”, იმ დროს, სპონსორების ფონდებიდან სწორედ მათი პროპაგანდისთვის „დაპურებული” თავის ქალის ერთი ნახევარსფერო იმ მეორესთან შედის კონფლიქტში, სადაც საკუთარ ჰეტეროშვილებზე, მათ რიგებშიც კი, კონსერვატიული ზრუნვა ჩქეფს. ჩვენ კი, ამ თემებზე მათთან პოლემიკაში შესვლით, უფასო ფსიქოანალიზის სერვისით ვართ დაკავებულები, ფულსა და ნამუსს შორის მათი ბიპოლარული აშლილობის მოგვარების საქმეში.
როდესაც ჩვენს ზოგიერთ პარტნიორ ქვეყანაში ამ პროცესებმა სკოლების უკვე დამწყებ კლასებშიც კი შეაღწიეს, საკითხავი ერთია – ჩვენი განგაში დროულია, თუ – უკვე დაგვიანებული. ათას გენდერულ ინოვაციაზე “გადამხტარი” ბერლინელი მშობლების გაოცება მაინც გამოიწვია ქალაქის მთავრობის მიერ საბავშვო სახელმძღვანელოს გამოცემის შეკვეთამ, რომელმაც პატარებს პროსტიტუციის სფეროს თავისებურებანი უნდა გააცნოს. წიგნი, სათაურით „როზის ფული სჭირდება“ განკუთვნილია 6-დან 12 წლამდე იმ ბავშვებისთვის, რომელთა მშობლები ან ოჯახის წევრები „შრომითი საქმიანობის“ აღნიშნულ ინდუსტრიაში არიან დაკავებულები.
შარშან კვლავ „გაგვახარა“ ომის პირობებში მყოფმა უკრაინამ, სადაც ხმა აიმაღლეს „ელჯიბითი” ქოუჩებმა“, რომლებიც ბავშვებისთვის გაკვეთილების ჩატარებას სთავაზობენ „იმნაირი ღირებულებების“ სფეროში. „ჩვენ შევძლებთ, დავუნერგოთ თქვენს შვილებს სწორი ევროპული ღირებულებები. ჩვენ მოვაწყობთ ფილმების ერთობლივ ჩვენებას და სპეციალური ლიტერატურის გაცნობას, რომლებიც ბავშვებს დაეხმარება, შეიმუშაონ ტოლერანტობა და გააცნობიერონ „ელჯიბითი“ თემის ღირებულებები“; ომის ველზე სიკვდილის პირას მყოფ მამებს მათი შვილების ევროპელი “ტრენერები” ანუგეშებენ.
ასევე „გვეიმედებიან“ კაცისა და ქალის აღმოჩენის პირას მყოფი ბრიტანელები: „მომხიბვლელი ხარ, მაცდუნებელი ფორმები გაქვს, ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ, ქალი ხარ, რომელსაც ყველანაირი დებილი გავლის უფლება არ აძლევს? რა პრობლემაა! თქვენს დასახმარებლადაა სილიკონის ყალბი პენისი, რომლის მეშვეობით, საბოლოოდ, თავისუფლად ისუნთქებთ. პენისს აქვს მუშაობის რამდენიმე რეჟიმი, რომელთა გადართვა შესაძლებელია სიტუაციიდან გამომდინარე. ის არ არის იმპლანტირებული, უბრალოდ, იკვრება ჩვეულებრივი ქამრით. სასწაული გაჯეტი!“
გამომცემლობა “The Telegraph-ი” კი გვამცნობს, რომ დიდ ბრიტანეთში წელს ჩასატარებელი საყოველთაო არჩევნების წინ შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი, სადაც პარლამენტის მოქმედ დეპუტატებს მოუწევთ პასუხის გაცემა შემდეგ შეკითხვაზე: „მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ ქალს კი არ შეუძლია დაიბადოს ქალად, – ის უნდა დაიბადოს ქალად“. ხოლო საჯაროდ დასახელდებიან ის დეპუტატები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „ქალს შეიძლება ჰქონდეს პენისი − მათი შერცხვენის მიზნით“.
საინტერესოა, ამ “რთულ” კითხვას რა პასუხს გასცემდა იგივე რომან გოცირიძე.
შეცდომაში ვერც “ტრადიციულმა” ევროპელებმა შეგვიყვანოს. შარშან, პორტუგალიაში, ქვეყნის სილამაზის კონკურსის ფინალში პირველად გაიმარჯვა არა-ქალმა ტრანსგენდერმა, 29 წლის ბორტგამცილებელმა მარინე მაჩეტემ. „მის პორტუგალია-2023-მა“ ასევე წარადგინა საკუთარი ქვეყანა გასული წლის დეკემბერში, „მის სამყაროს“ კონკურსში. იქ პორტუგალიელ ტრანსგენდერთან ერთად მონაწილეობა მიიღო ასევე ნიდერლანდების 2023 წლის ყველაზე ლამაზმა „ქალმა“ ტრანსგენდერმა რიკი ვალერი კოლლემ. ასევე, რა დაგვავიწყებს შარშანდელ „სასიხარულო ამბავს“ “ტრანსგენდერული სულიერების ქვეყნიდან” − დანიკა როემი გახდა ვირჯინიის შტატის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი სენატორი.
გაუგებრობას იწვევს მხოლოდ ქართველი ლგბტ პროპაგანდისტი პოლიტიკოსების ყოყმანი, საკუთარი თავის იმ თემის აქტიური თუ პასიური მიკუთვნებისადმი აღიარების კუთხით, რომლის დაცვისთვის უხვად ფინანსდებიან”, – წერს დავით ქართველიშვილი.