“ენჯეოებისგან”, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ზუსტად ამ ნარატივს ატარებენ, გვესმის, რომ საქართველოს მეშვეობით ხდება სანქციების გვერდის ავლა, – შეგახსენებთ „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, „დროას“, რომელიც თავის იდენტობაში ვერ ჩამოყალიბდა და ხან პარტიაა, ხან – არასამთავრობო ორგანიზაცია, და სხვადასხვა ასეთ ორგანიზაციებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

“არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც უცხოეთიდან მილიონების დაფინანსებას იღებს იმისთვის, რომ ამხილოს დეზინფორმაცია, ეს სამარცხვინო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ არ უმხელია. ყველა დაკავებულია მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური მიზნებით, რომელიც ამ “ენჯეოებს” აქვთ.

ბოლოს მივედით იქამდე, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის წევრი, რომელიც საქართველოს ინტერესებს უნდა წარმოადგენდეს, სამარცხვინო დეზინფორმაციას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებით. ყველაფერი გასაგებია – პოლიტიკური დაპირისპირება, მაგრამ როცა თქვენს სამშობლოს აბრალებთ რაღაცებს, მგონია, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდება”, – განაცხადა პაპუაშვილმა.