„ხალხის ძალის“ შექმნის მიზანი სწორედ ღალატთან ბრძოლა და სუვერენიტეტის დაცვა იყო და არის დღემდე. წარმოიდგინეთ, სამი-ოთხი წლის წინ რომ ვინმეს გაებედა და იმ თემებზე ესაუბრა, რომელზე საუბარიც „ხალხის ძალამ“ გარისკა“, – განაცხადა მედიასთან პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, საზოგადოება იმ ილუზიიდან უნდა გამოვიდეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ნიშნავს.
„ხალხის ძალამ“, პრაქტიკულად, ყინულმჭრელის როლი იტვირთა, როდესაც მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ გამოეყო და მოძრაობა დააფუძნა, რომელმაც ის კულუარული საუბრები და გადაწყვეტილებები ამხილა, რომელში მონაწილეობასაც ჩვენი ე.წ. თანამოაზრეები თუ თითქოსდა სტრატეგიული პარტნიორები იღებდნენ.
როგორც ჩანს, იმ ილუზიიდან უნდა გამოვიდეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ნიშნავს. ეს უნდა ვაღიაროთ ჩვენც და ჩვენ მოსახლეობასაც ვუთხრათ”, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.