ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ “ფეისბუკის” გვერდზე განთავსებულ პოსტს ეხმაურება.

“პრეზიდენტობის 6 წლის თავზე ჰგონია, რომ ხელისუფლების მესამე შტოა”, – წერს ნიკოლეიშვილი.

“როგორც გუშინ იქნა შეთანხმებული ილია თოფურიასთან, მისი დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში 19:00 საათზე ჩატარდება.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას მიესალმება და ეთანმხება.

პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება.

სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია”, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა “ფეისბუკის” გვერდზე.