„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ჟურნალისტებთან საუბარში ხსნის, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეზოლუციის დაინიცირებას.
„გიორგი ვაშაძემ, რომ დაათრევს ამ ბანერს, რომელზეც აწერია – ქვეყნიდან 800 ათასი ადამიანია გასულიო (საიდან მოიტანა ეს ციფრები, გასაკვირია) და ნიანგის ცრემლებს ღვრის, ვითომ საქართველოს დემოგრაფიაზე შესტკივა გული, საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა არ მისცა. ქართველებს ვეუბნები: ასეთ ადამიანებს არჩევნებში ხმა კი არ უნდა მისცე, არჩევნების კარამდეც არ უნდა მიუშვა ამ დონის მოღალატეები – წითლიძე, ვაშაძე, ყველანი, ვინც იქ იყვნენ და ვინც იქ არ იყვნენ, – არ აქვს მნიშვნელობა. იქ ოთხი იჯდა, მაგრამ მათ უკან მთელი კოლექტიური “ნაცმოძრაობა” იყო და აქედან უჭერდნენ მხარს.
ეს არ იყო 4 ადამიანის ნება; ეს იყო სრულიად ოპოზიციისა და მათი დამკვეთების გადაწყვეტილება. ვიღაცას ქვეყნის გარედან – და არა მხოლოდ შიგნიდან – არ სურს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. აქ არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი – ვინ არის ის „ვიღაც“, ვინც ამას ეწინააღმდეგება, ვინც უკვეთავს ამას ქართულ ოპოზიციას?” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.