“არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილი არიან “ნაცმოძრაობის” ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ნოდარ ხარშილაძე “ნაცმოძრაობის” მმართველობის პერიოდში იყო თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. ის ბაჩო ახალაიას მოადგილე იყო წლების განმავლობაში. დღეს უცხოური დაფინანსებით რომ ხდება წარმოდგენა, თითქოს, ეს ადამიანი სამოქალაქო საზოგადოებაა, ერთი მხრივ, ეს არის ცინიზმი და, მეორე მხრივ, ეს არის ის ნირი, რომელიც აქვს “ნაცმოძრაობას”, რასაც ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში – პირდაპირი მუქარა – და იმავეს აგრძელებენ ახლა.

პრობლემაა ის, რომ ასეთი ადამიანები იღებენ შემდეგ დაფინანსებას, მათ შორის, სხვადასხვა საელჩოდან. ეს საელჩოები წარმოგვიდგენენ მათ, რომ ვითომ ისინი არიან სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრო სექტორი. სავსეა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი თუ არასამთავრო სექტორი ხალხით, რომლებიც სააკაშვილის პერიოდში იყვნენ არათუ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. ამიტომ ეს არის მთავარი პრობლემა, – რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებენ “ნაცმოძრაობის” პოლიტიკური ლიდერები და სწორედ ამიტომაც ისმის ეს მუქარა, რაც, შესაბამისად, არის მათი სურვილების გამხელა, რომ ხელისუფლებში მოსვლის შემთხვევაში, აასრულონ ის ვენდეტა, რომელიც ჩაფიქრებული აქვთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.