“პირდაპირ ვიტყვი – „ქართულ ოცნებას“ არაფერი აქვს გადასარჩენი. „ქართული ოცნება“ დღეს არის ისე ძლიერად, როგორც არასდროს და ეს არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ნოდარ ხარშილაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ხოლო ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, არჩენებზე დიდი შანსი ექნებოდა. ასევე, ხარშილაძემ აღნიშნა: “დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“.
„ხალხს ხომ არ ჰგონია, რომ დაავიწყდა, ან ამ კონკრეტულ პიროვნებას დაავიწყდა, რა განცხადებები კეთდებოდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს მეორე ფრონტთან დაკავშირებით? ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც ინარჩუნებს მშვიდობას, სიმშვიდეს ქვეყანაში, ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, – ეს კონკრეტული საქმეებია.
საინტერესოა, არასამთავრობოების მხრიდან იყოს ყველაფერი გაჟღერებული, ვისგან ფინანსდებიან. კანონი, რომელიც იყო ინიცირებული, FARA-ს მსგავსი ერთი-ერთში – შენიღბეს ე.წ. „რუსულ კანონად“, რომელსაც რუსულთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა, მაგრამ ის მოგვცემდა შესაძლებლობას, საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია მიეღო. ეს არ მოისურვეს, და თუ რატომ, მგონი, ყველაფერი ცხადია, იმიტომ, რომ უნდათ, რაღაცები იყოს მალული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.