„ამ განცხადებაში შეინიშნება მუქარის ტონი. „ქართულ ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს გადასარჩენი არაფერი აქვთ. გადასარჩენი არიან ის რადიკალური პოლიტიკური ძალები, რომელთა საქმიანობა გაჟღენთილია კრიმინალით“, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ნოდარ ხარშილაძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა, ხოლო ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, არჩენებზე დიდი შანსი ექნებოდა. “დაქუცმაცებით ვერანაირი ერთობა ვერ ვნახეთ, ივანიშვილს კი შანსი აქვს, ამჯერადაც გადარჩეს“, – განაცხადა ხარშილაძემ.
„რაც შეეხება მათ დამფინანსებლებს, კარგად უნდა გაითვალისწინონ და გაიგონ, რომ ის თანხები, რომელიც მათივე ქვეყნის გადასახადის გადამხდელის მიერ გაიღება, არ ხმარდება საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს; ხმარდება კონკრეტული პოლიტიკური ძალების დესტრუქციულ, ქვეყანაში რადიკალიზაციის გაზრდის სურვილებს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.