„რა თქმა უნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საქციელი არც გასაკვირია და, მით უმეტეს, არც მოულოდნელი. ისინი ხომ მთელი თავიანთი არსებობის განმავლობაში სხვა ქვეყნის სამსახურში არიან და სწორედ ეს გახლავთ მათი მიზანიც – საკუთარი კარიერა, პოლიტიკური პერსპექტივა და მერკანტილური ინტერესები საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა დაიკმაყოფილონ“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციის ქმედებასთან დაკავშირებით, როდესაც ევრონესტში ვაშაძემ, წითლიძემ, კორძაიამ და ბოტკოველმა მხარი არ დაუჭირეს “ქართული ოცნების” რეზოლუციის ინიციირებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხებოდა.
ქადაგიძის თქმით, ქვეყანაში ქართული ნიურნბერგის პროცესის ჩატარების საჭიროება დგას, სადაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა” გასამართლდება.
„თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ევროინტეგრაციასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი არ მოაწერო“, – მამუკა მდინარაძე.
„ნაცმოძრაობა“ „უსამშობლო, გენმოდიფიცირებული“ სექტაა, რადგან სამშობლო იქ არის, საიდანაც მეტ სარგებელს მიიღებენ და მათი „გენმოდიფიცირებულობა“ იმით განისაზღვრება, რომ იმ მოღალატეობრივი პოლიტიკის შთამომავლები არიან, რაც სააკაშვილმა და „ნაცმოძრაობამ“ 2003-2012 წლებში აკეთეს საქართველოში.
ისინი 2008 წლის რეზოლუციას (16-33) აწერდნენ ხელს, სადაც საკუთარ ჯარსა და სახელმწიფოს ადანაშაულებდნენ რუსეთ-საქართველოს ომში, ხოლო ესენი არ აწერენ ხელს რეზოლუციას, სადაც საქართველოს დეოკუპაციასა და ოკუპანტი ჯარის გაყვანას უჭერს მხარს!
ამიტომაცაა საჭირო ქართული ნიურნბერგის პროცესი, სადაც გასამართლდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ როგორც ძველი, ისე მოღალატეობრივი პოლიტიკის ახალი გამოვლინება!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.