„ჩვენ, პარტია „ხალხის ძალა“ და ხელისუფლება ფხიზლად უნდა ვიყოთ და დამაჯერებლად მოვიგოთ არჩევნები და ვაჩვენოთ ამ უსამშობლო ადამიანებს მათი ადგილი. სანამ ესენი არ დასრულდებიან, მერწმუნეთ ამ ქვეყანას მომავალი არ იქნება“, – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონულმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ.

„პარტია „ხალხის ძალა“ ემზადება არჩევნებისთვის. გადავლახავთ თუ არა ბარიერს ამაზე, არც კი ვსაუბრობთ. დარწმუნებულები ვართ, რომ „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი წარმომადგენლობითი პარტია იქნება მომავალ პარლამენტში. მინდა, რომ ამას ზოგზოგიერთები ახლავე შეეგუონ.

პარტია გააფართოებს რეგიონულ სტრუქტურებს, შევხვდებით მოსახლეობას და მოვისმენთ მათ საჭიროებებს. საქმე ძალიან ბევრია. საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს მცდარი აზრია. რომელ ქვეყანაში და რომელ ხელისუფლებას არ აქვს პრობლემები? პრობლემები საქართველოში სხვადასხვაგვარია. საბედნიეროდ ისეთი პრობლემები, რაც იმ ავადსახსენებელ პერიოდში [ნაცმოძრაობის მმართველობის პერიოდში] ჰქონდა საზოგადოებას, ახლა არ აქვს“, – განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.