“აგენტოკრატიის წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილმა იმდენი მოახერხა, რომ თითით საჩვენებელ დასაცინ ფიგურად იქცა”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის – მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „თუ სალომე ზურაბიშვილს მეტი რეიტინგი ექნება, რომ გაზომავს როზნერი, არ გაათავისუფლებს სააკაშვილს. თუ სააკაშვილს მეტი რეიტინგი ექნება, ის უფრო საჭირო კაცი აღმოჩნდება მათთვის და მაშინ შეიწყალებს. რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი“.
„როცა საჯარო პირი ამგვარი კომიკური ხდება, უნდა გაეცალოს საჯარო სივრცეს. თუმცა, ამდენი შეგნება აქვს?! სირცხვილია ამგვარი პრეზიდენტი-რეზიდენტი!“ – წერს აბაშიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.