„სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში გარე ძალები აქტიურად მონაწილეობენ და ეს ხორციელდება სწორედ ოპოზიციის უდიდესი ნაწილისა და არასამთავრობო სექტორის უშუალო ჩართულობით“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

„ამიტომ, როცა სასამართლოს დამორჩილება არის მთავარი მიზანი, ბუნებრივია, ამაში მონაწილე არასამთავრობო სექტორი და დესტრუქციული ოპოზიცია ერთიანნი იქნებიან. თუმცა, მათ ამ დესტრუქციულ და ნეგატიურ ერთობას უნდა დავუპირისპიროთ თავისუფალი სასამართლო, ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებზე იქნება მორგებული”, – განაცხადა ხუნდაძემ.