“იქნებ პირიქით არის? ყველაფერი გაუკუღმართებული როგორ უნდა დაიბადოს ამათ დაბინძურებულ თავებში.
ისე, კი უნდა იცოდნენ ინტელექტუალობაზე რომ აქვთ პრეტენზია, ცისარტყელა უფლისკენ მიმავალი გზის სიმბოლოა, კულტურის სიმბოლო”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა ლაშა ბუღაძისა და ზაზა ბიბილაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცისარტყელას ამსახველ ფოტოებს და “ქართული ოცნების” მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

„ნოეს კიდობნის დახმარებით ვინც გადარჩა, მათგან დედამიწა ახლიდან დასახლდა. ასე გადარჩა კულტურა – გზა უფლისკენ.

და თქვა ღმერთმა “აღარ მოისპობა აღარანაირი არსება წარღვნებით, ნიაღვრებით და თავისი აღთქმის დასტურად ცაზე ცისარტყელა გადაჭიმა.

ზუსტად სიმბოლურია მამუკა მდინარაძის მიერ დღეს გაჟღერებული კანონპროექტის შემდეგ საქართველოს ცაზე გამოსახული ცისარტყელა“, – წერს ნინო ფოჩხუა “ფეისბუკზე”.