,,დღეს გამოვაცხადე ცესკო-ს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი.

მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.

ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკო-ს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი.

საკონკურსო პირობები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე”, – წერს პაპუაშვილი “ფეისბუკის” გვერდზე.