ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც წარმოებაში არ მიიღო ნიკა გვარამიას სარჩელი და აღნიშნავს, რომ თავად გვარამიას რეაქცია აჩვენებს, რომ ის “დროებით მაინც გათავისუფლდა იმ ფსიქიკური პრობლემებისგან, რასაც აბრალებდა მის არაადეკვატურ და აგრესიულ გამოხდომებს”.
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, განსახილველად არ მიეღო გვარამიას სარჩელი, თავად გვარამიას რეაქცია აჩვენებს, რომ ის დროებით მაინც გათავისუფლდა იმ ფსიქიკური პრობლემებისგან, რასაც აბრალებდა მის არაადეკვატურ და აგრესიულ გამოხდომებს.
თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აქვს უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც – ჩვენი სასამართლოს ვერდიქტის სამართლიანობისა და მართებულობის აღიარება. და სწორედ ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, სტრასბურგში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო, ისევე, როგორც განსახილველად მიღებულთა რაოდენობამ, მეტყველებს კიდევ ერთ რამეზე – ე.წ. ვეტინგის ხელოვნურად აჟიტირებაზე და, რომლის მიზანიც (ამას უკვე ყველა ხვდება) ცალ ფეხზე მდგომთა კლანის მიერ სასამართლოზე კონტროლის სურვილია”, – წერს სოციალურ ქსელში ზაალ ანჯაფარიძე.