„ეს არის ერთ-ერთი ახლი ინფორმაცია: „საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა მაკრონის პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს”. და, ალბათ, ეს კანონი გავა, თან ისე, რომ აზრადაც არავის მოუვა, მას ან რუსული უწოდოს, ან აქციები და გამოსვლები მოაწყოს (ისე, საფრანგეთში იციან გამოსვლები და აქციები, თუ იციან, თანმხლები მტვრევა-ნგრევით!)“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.

„აი, ასეთი ინფორმაცია რომ გავრცელდეს: „საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის ინიციატივას, რომელიც გარე ჩარევასთან საბრძოლველად ლობისტების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს”.

ოო, მაშინ იცით, რა მოხდება, უფრო სწორედ რა მოხდა? – იმ წამსვე უწოდეს რუსული კანონი, არა მარტო აქაურებმა, არამედ იქაურებმაც, ცალკე – პარლამენტარები, ცალკე – არასამთავრობოები, ცალკე – ელჩები, ცალკე – ევროპარლამენტარები გაიძახოდნენ, – არ გინდათ რუსული კანონიო. შემდეგ ეს ყველაფერი არეულობაში გადაიზარდა, “მოლოტოვის კოქტეილებში” და ა. შ. ისე, რა ძირითადი განსხვავებაა ზემოთ მოყვანილ ორ ციტატას შორის? ერთში წერია “საფრანგეთი”, მეორეში – “საქართველო” და რა ვქნათ ახლა, გავგზავნოთ საფრანგეთში ხალხი, რომ რუსული კანონი არ მიიღონ? თუ ჩვენვე მივიღოთ იქაური, ამჯერად ფრანგული კანონი?!” – წერს ნიკოლეიშვილი.