“კონსტიტუციის დამრღვევი “პრეზიდენტი” ზურაბიშვილი, რომელიც “ნაცების” დღის წესრიგის მიხედვით ცდილობს, სახელმწიფო ინსტიტუტებს, მათ შორის, ცესკო-ს როგორმე ჩრდილი მიაყენოს, როგორც მინიმუმ, უზნეოა და პოლიტიკურად ნულია”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას.

“დღეს, დე ფაქტო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ცესკო-ს, არასამთავრობოებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს და თვალთმაქცურად “მოითხოვა” უცხოეთში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნა.

წინასწარი ნიადაგის მომზადებით, არაადეკვატური ზურაბიშვილი ყველაფერს კადრულობს იმისთვის, რომ შეასრულოს ბინძური დაკვეთა და 26 ოქტომბრის არჩევნები “გაყალბებულად” გამოაცხადოს. თუმცა, მისი ეს და სხვა მოსალოდნელი დესტრუქცია განეიტრალდება სიმართლითა და კანონმდებლობით”, – წერს გია აბაშიძე “ფეისბუკის” გვერდზე.