ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ამერიკის საელჩოს იუსტიციისა და მართლმსაჯულების მიმართულების კურატორის მიერ “ვეტინგის” მომხრე სამი მოსამართლის იტალიაში წაყვანასთან დაკავშირებით “ფეისბუკის” გვერდზე წერს.

„იცნობდეთ მოსამართლე ქალბატონებს: ეკა არეშიძეს, თამარ ხაჟომიას, მადონა მაისურაძეს, რომლებმაც, სამშობლოსა და საკუთარი პროფესიული ღირსების ფეხქვეშ გათელვის ფასად, უცხოელთა დახმარებით დაიმსახურეს “პაეზდკა” იმ მარადიულ ქალაქში, რომლის წარმომადგენელთა დამუშავებულ სამართლებრივ საფუძვლებზეც დგას თანამედროვე მსოფლიო სამართლებრივი სივრცე!

ამაზე იტყვიან: “ჰოი, სირცხვილო, სად არის სიწითლე შენი!” ეტყობა, არც არსად, ვინაიდან მათი ქმედებებიდან გამომდინარე, საფიქრებელია, არც გააჩნიათ!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.