ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, ეკა გიგაურისა („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”) და გიორგი მშვენიერაძის (“დემოკრატიის მცველები”) ე.წ. NGO-ებმა, „ნაცმოძრაობასთან“ უნისონში, მოსამართლეების წინააღმდეგ ე.წ. სტენსილების კამპანია ერთად დაგეგმეს“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

„მარგინალურ კამპანიაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გიგაურის კანტორა იქნება თუ მშვენიერაძის, – “ნაცსექტის” რომელ ანგარებიან მარიონეტსაც დაუკვეთენ, ის ასრულებს, ის ყიყინებს, ის დგება ცალ ფეხზე, ის ეწევა მავნებლურ პროპაგანდას.

თუმცა, მკაფიო რეალობაა ის, რომ ამგვარ უსამშობლო ელემენტებს, ბინძური გრანტების მიღების გარდა, სხვა ღირებულება არ გააჩნიათ”, – წერს აბაშიძე.