ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე საქართველოში რამდენიმე მძიმე საქმეზე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილის ჰააგაში ვიზიტს გამოეხმაურა.

“აი, ესაა, რაც ანგრევს და ანადგურებს ჩვენზე მზრუნველ ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს!
იძახიან, – სამართლის უზენაესობაა საფუძველთა საფუძველი ჩვენი თქვენთან ურთიერთობებისო და მწამებლური სისტემის ორგანიზატორს – ადეიშვილს შუა ევროპაში ასეირნებენ და დიდი პატივით ხვდებიან!

იძახიან, – კანონია ჩვენი ურთიერთობების არსებული ამოსავალი წერტილიო და უსტარს უსტარზე აგზავნიან თბილისში, – კრიმინალი სააკაშვილი სასჯელის მოხდისაგან გაათავისუფლეთო!

გვაყვედრიან დემოკრატიის ნაკლებობას და, ამ დროს, შემოწმებაზე მოავლინეს ვიღაც შარლატანი პოლონელი ექსპერტები, რომლებსაც სააკაშვილის ფეკალიები მალულად, წინდებით გამოჰქონდათ!

იქედნურად გვიყურებენ, – კორუფცია, კორუფციაო და, ამ დროს, ბიუჯეტის 48 მილიონის ქურდ მერსა და კერძო სტრუქტურის გამყვლეფავ-გამკოტრებელ გვარამიას პრეზიდენტს აწყალებინებენ!

ყვირიან, რომ უზენაესი კანონია და კანონის დამრღვევ საკანონმდებლო ორგანოზე ხელის ამწევს, ეტყობა, თავისსავე “სუკინ სინ” მელიას თავად უხდიან გირაოს!

გვმოძღვრავენ, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი უნდა იყოსო და თავად სურთ ურცხვად ჩვენს სასამართლოში ხელების ფათური!
გავაგრძელოოოო…
ვერ და არ იქნება ასე, ვერ!” – წერს სოციალურ ქსელში ედიშერ გვენეტაძე.