ელისო ბოლქვაძე: “გაეცანით ფრანგულ კანონს – საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტი მიიღო!”

148

“გაეცანით ფრანგულ კანონს – საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საგარეო ჩარევის შესახებ კანონპროექტი მიიღო!!”‘ – წერს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელში.

“27 მარტს საღამოს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებმა, ოთხშაბათს მხარი დაუჭირეს საფრანგეთში საგარეო ჩარევის წინააღმდეგ (Loi visant à prévenir les ingérences étrangères en France) საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის „რენესანსის“ პარტიის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს. (ინფორმაციისთვის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე იაელ ბრაუნ-პივე ვიზიტად 30 მარტამდე კიევში იმყოფება).

კანონპროექტი, რომლის განხილვაც ეროვნულ ასამბლეაში სამშაბათს გაიმართა, დიდი უმრავლესობით, 171 ხმით 25-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.

„რაც სასწორზე დგას არის ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებების დაცვა და ერის ინტერესების დაცვა“, – განაცხადა დებატებისას „რენესანსის“ პარტიის წევრმა და კანონპროექტის მომხსენებელმა საშა ჰულიემ.

ტექსტი, რომელიც ოთხშაბათს პლენარულ სხდომაზე იქნა მიღებული ოთხი მუხლისგან შედგება. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა „France Insoumise“ (LFI), ხოლო თავი შეიკავეს „Gauche Démocratique et Républicaine“ (GDR) წარმომადგენლებმა.

კანონპროექტი ითვალისწინებს ოთხწლიან სასამართლო პროცესს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად ექსკლუზიურად ტერორიზმთან ბრძოლისთვის გამოიყენება. აღნიშნული თავდაპირველად მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობდნენ, რომ ამას ინდივიდუალურ პირებზე (individual freedoms) შესაძლო გავლენა ექნებოდა.

ტექსტი ასევე ითვალისწინებს იმ „ინტერესთა წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომლებიც უცხო ქვეყნის სახელით მოქმედებენ“ (interest representatives acting on behalf of a foreign principal) და რომლებიც „საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანოს“ (HATVP) მიერ კონტროლდებიან.

რეესტრი მოიცავს ლობისტებს, კომუნიკატორებს და ასევე „fundraisers“, რომლებიც მთავრობების, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი კომპანიების და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით მოქმედებენ.

ტექსტი ასევე ითვალისწინებს პირების, კომპანიების ან სუბიექტების ფინანსური აქტივების გაყინვის შესაძლებლობასაც.

რენესანსის დეპუტატებმა ასევე მიიღეს ცვლილება, რათა „აიძულონ“ „ანალიტიკური ცენტრები“ წარმოადგინონ ინფორმაცია შემოწირულობებისა და საზღვარგარეთიდან მიღებული თანხების წარმომავლობის შესახებ. აღნიშნული არ გავრცელდება დიპლომატიურ და საკონსულო პერსონალზე, ასევე უცხო სახელმწიფოს წევრებსა და მოხელეებზე.

კანონპროექტი ეფუძნება „დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის“ (DPR) მიერ ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც არსებული ინსტრუმენტები „ეფექტურია“, თუმცა „ზოგჯერ არასაკმარისი საფრთხის ზრდის გათვალისწინებით“.

სენატი კანონპროექტს მაისში განიხილავს!!”-წერს ელისო ბოლქვაძე.