ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ირგვლივ გავრცელებულ სპეკულაციებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბანერს, სადაც ნათლად ჩანს, თუ ვის ეხება და არ ეხება კანონი გამჭვირვალობის შესახებ.

„მავნებელ-რადიკალები რომ „გამჭვირვალობის კანონს“ ისევ რუსულ კანონს უწოდებდნენ, ისედაც ცხადი იყო. მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებსაც არ წაუკითხავთ ეს კანონი, სანამ კივილ-წივილის ახალ ფაზაში გადავლენ, უმჯობესია, ქვემოთ მოყვანილ ამ მცირე განმარტებას გადახედონ! „არცოდნა არცოდვაა“ ყოველთვის არ ამართლებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არ იცი, არც გინდა გაიგო და არც კითხულობ. ეს უკვე უფრო უმეცრებასა და უვიცობაში გადადის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ასეთი ხალხი მავნებლების გავლენის ქვეშ ძალიან მარტივად, თითქმის ავტომატურად ექცევა, ისინი კი მათ უმეცრებასა და უცოდინრობას მშვენივრად იყენებენ თავიანთი მზაკვრული გეგმებისა და საქმეების განმახორციელებელ იაფფასიან ინსტრუმენტად თუ იარაღად“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.