„მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ. ევროპელები, ზოგადად, დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი. ეს უნდა შევიგნოთ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკამ მდინარაძემ.

„ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ: ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, როგორც ესენი ამბობენ, რუსული კი არ არის, არის ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე. და როდესაც მათ რამე გაუჭირდებათ და მაშინვე გარეთ რეკავენ, ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.