პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ორი გერმანული კომპანიის საქმიანობის შესახებ წერს, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში საქმიანობენ. ის აღნიშნავს, რომ გერმანული ტელეარხ “ARD-ის” ჟურნალისტური გამოძიებით ირკვევა, რომ რუსეთში მოქმედ გერმანულ კომპანია “Knauf-ს”, რუსეთის ბაზარზე მილიარდობით ბრუნვა გააჩნია.

მისი განმარტებით, გერმანიის ქრისტიანდემოკრატიული კავშირის ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, როდერიჰ კიზევეტერმა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გერმანული კომპანიის ბიზნესსაქმიანობა მკაცრად დაგმო და ამას საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა უწოდა.

რუსული კანონიარა? – „რუსული მარიუპოლის” (უკრაინა) აღდგენაში აქტიურად მონაწილეობს, როგორც მინიმუმ, ორი გერმანული კომპანია: “Knauf-ი და “WKB Systems-ი” – ამაზე იუწყება გერმანული ტელეარხ “ARD-ის” ჟურნალისტური გამოძიება. 3 აპრილს, ამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეგადაცემა “Monitor-მა” გამოაშკარავა ცემენტის წარმოების გერმანული ფირმა “Knauf-ის” სანქტ-პეტერბურგის ქარხნის პროდუქცია მარიუპოლის სამშენებლო ობიექტებზე. გადაცემა დეტალურად შეეხო რუსეთში დღემდე მოღვაწე გერმანულ კომპანია “Knauf-ს”, რომელშიც დასაქმებულია 4 ათასი თანამშრომელი და რუსეთის ბაზარზე მილიარდობით ბრუნვა გააჩნია.

გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვას, კომპანიის მესვეურებმა უპასუხეს, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ გმობენ და ითვალისწინებენ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ ყველა სანქციას. მათი განმარტებით, “Knauf-ის” პროდუქცია განკუთვნილია მხოლოდ რუსეთის შიდა ბაზრისთვის. შეკითხვაზე: წარმოადგენს თუ არა მარიუპოლი რუსეთის ტერიტორიას, კომპანიის პრესსამსახურმა პასუხი ვერ გასცა

გერმანიის ქრისტიანდემოკრატიული კავშირის ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, როდერიჰ კიზევეტერმა (Roderich Kiesewetter) მკაცრად დაგმო გერმანული ბიზნესის საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა.

გარდა ამისა, “ARD-ის” მიერ მოპოვებულ ფოტო და ვიდეომასალებში ჩანს გერმანული კომპანია “WKB Systems-ის” წარმოების ბეტონის ბლოკები მწვანე შეფუთვაში და შესაბამისი წარწერით: ვესტფალია, ჩრდილოეთ რეინი, მიუნსტერლანდის რეგიონი.“ აღნიშნული კომპანიის მთავარი აქციონერი, რუსი ბიზნესმენი ვიქტორ ბუდარინია. “ARD-ს” ხელთ არსებული საბაჟო დოკუმენტაციით დგინდება, რომ “WKB Systems GmbH” წლების განმავლობაში, ბეტონის ბლოკებს აწარმოებს და მათ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე აწვდის. მიუხედავად ამისა, არც “WKB Systems GmbH-ს: და არც ბუდარინის მიმართ სანქციები არ იქნა გამოყენებული“, – წერს დავით ქართველიშვილი.