“ყველაფერი რუსულია, თავიდან ბოლომდე, ახლა მე კანონს ხომ არ წავიკითხავ?!”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ არასამთავრობოების მიერ გამართულ აქციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ბურჭულაძემ განაცხადა:
“ყველამ უნდა შეავსოს დეკლარაცია, აუცილებელია და ყველა არის გამჭვირვალე. არასამთავრობოები არიან ყველა გამჭვირვალედ შევსებული დეკლარაციებით”.