ჩოხატაურში მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, დედაქალაქიდან მოწვეულმა სამედიცინო კლინიკების პროფესორებმა და წამყვანმა პეციალისტებმა, მოქალაქეებს კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის მიმართულებით გაუწიეს.
ჩოხატაურის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ესარგებლათ გინეკოლოგ–რეპროდუქტოლოგის, ენდოკრინოლოგის, უროლოგისა და დიაგნოსტიკური ექოსკოპიის კონსულტაციით.
სამედიცინო აქცია „ქალები ქალებისთვის“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და კლინიკა – „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ პარტნიორობით ჩატარდა.