„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას ემსახურება და, მეორე მხრივ, ეს არის ქვეყანაში იმ აქტორების მხრიდან მეტი გამჭვირვალობის შემოტანა, როგორიც არის „ენჯეო“ და მედია სექტორი, რომელიც აქამდე გაუმჭვირვალე იყო“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მისივე თქმით, არგუმენტი, რომ კანონი რუსულია, საზოგადოებაზე უკვე აღარ მოქმედებს, რადგან მან შარშან დაინახა, თუ როგორ შეიყვანეს შეცდომაში.

„მეორე მითი, რომელსაც ოპოზიცია ავრცელებს, არის ის, თითქოს ეს კანონი საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ეწინააღმდეგება, სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის, – კანონი ევროკავშირის ერთ-ერთ პრინციპის – გამჭვირვალობის დაცვას ემსახურება.

საქმიანობის შეზღუდვა ამ კანონის მიხედვით არ ხდება. მხოლოდ ფინანსური წყაროების შესახებ ინფორმაცია არის ჩვენი ინტერესის სფერო და ეს არის იმ თანამედროვე დემოკრატიის მიდგომა, რომელსაც ინფორმირებული არჩევანი ეწოდება. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, მედიას და ამის შემდეგ გამოიტანს თავის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.