„საქართველოში დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომელთაც ერიცხებათ საგადასახადო დავალიანება და, ამის გამო, ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
„ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეს, სრულად ჩამოეწერება 2021 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი, გადაუხდელი და აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით.
როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს, 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება, ჯამში, 590 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება. შესაბამისად, 145 ათას ჩვენს თანამოქალაქეს ექნება საშუალება, აქტიურად ჩაერთოს ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც წაადგება“, – განაცხადა კობახიძემ.