“პირველად მინდა დავეთანხმო „ნაცების“ მესამე პრეზიდენტს და „დავეწიო უკრაინას”. დავეწიო გამჭვირვალობის კომპონენტში, რომელიც ომისა თუ მშვიდობის მიუხედავად, მკაცრად ითხოვს უკრაინელი „უფლებადამცველების” შემოსავლების დეკლარირებას”, – წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“ასე მაგალითად, უმაღლესი რადის ომბუდსმენმა ადამიანის უფლებების დარგში, დმიტრო ლუბინეცმა და მისმა მეუღლემ, ქვეყანაში მიმდინარე ომის დროს, 2023 წელს შეიძინეს Tesla Model 3 და Model X ორი ელექტრომობილი, რაც მათი გასული წლის დეკლარაციიდან გაირკვა. მართალია, მათში გადახდილი თანხების მითითების გარეშე, ანუ „ნახევარგამჭვირვალობის” ფორმატში. შავ ბაზარზე ორივე ამ მანქანის ფასი შეადგენს 50 ათას დოლარს. 

ომბუდსმენ დმიტრო ლუბინეცის ავტოფარეხში ბოლო წლებში შეძენილი კიდევ ორი ავტომანქანაა: Renault Trafic და Lexus LX 450. დეკლარაციაში წლიურ ხელფასად ომბუდსმენს მითითებული აქვს თანხა 491 322 გრივნა (13 000 დოლარი), მის მეუღლეს 120 000 გრივნა (3100 დოლარი). დეკლარაციის თანახმად – ომბუდსმენის საბანკო ანგარიშზეა კიდევ 235 030 გრივნა (6100 დოლარი). გარდა ამისა ომბუდსმენს და მის მეუღლეს მითითებული აქვთ კიდევ 1 მილიონ 800 ათასი გრივნა (47 400 დოლარი) “ქეშად“. ამავე დეკლარაციის მიხედვით, ლუბინეცს და მის მეუღლეს ეკუთვნის ფეშენებელური სახლი, ავტოფარეხი, დამხმარე ნაგებობა და სამი ნაკვეთი “ვოლნოვახას” ელიტარულ უბანში და მანდვე, ორი ბინა.

ამით იმის თქმა მინდა, რომ უკრაინელებს თავისი „უფლებადამცველების” შემოსავლებზე მინიმალური ინფორმაცია მაინც გააჩნიათ. სად მოვიპოვო ანალოგიური მონაცემები ლომჯარიაზე ან გიგაურზე?“ – წერს დავით ქართველიშვილი.