„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე რადიკალური ოპოზიციის მიერ საქართველოს ფარგლებს გარედან მიღებულ მითითებებს ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.

„მთავარი კითხვები პასუხგაუცემელი რჩება – ის, რაც შეიძლება ევროპისთვის, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? ის, რაც ევროკავშირის წარდგენილ კანონპროექტში არის დასავლური (იგივე, საფრანგეთის სენატის ქვედა პალატაში დამტკიცებულ პროექტში კონკრეტული მიმართულებები არის დასაშვები), რატომ არის ქართულ პროექტში, მით უმეტეს, უფრო ლიბერალური დამოკიდებულებით – რუსული?

ქართულ პოლიტიკაზე ფინანსური და საზოგადოებაზე – ფსიქოლოგიური ზეწოლა გრძელდება. შეცდომა, რომელიც დაშვებულ იქნა ერთი წლის წინ, მმართველმა გუნდმა აღარ უნდა გაიმეოროს. მით უმეტეს, რომ საზოგადოებას აქვს უფრო მეტი ინფორმაცია”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.