„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის – გიორგი მარგველაშვილის მოწოდებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ესეც „ნაცების“ მეორე პრეზიდენტი, რომელსაც პოლიტიკური ავიტამინოზი აშკარად დაეტყო. შარშანწინ, უკრაინაში ბანერის დასაჭერად 10 ათასი დოლარი მოითხოვა. საინტერესოა, წელს ტარიფს აუწევენ, თუ პირიქით? „ელიტურ პროსტიტუციაზე” კი მსმენია, მაგრამ ამ ფენომენს პოლიტიკურ ველზე საქართველოში, უკვე ბოლო 10 წელია, ვაკვირდები.

სუტენიორებზე მეტად დამოკიდებულები ნუ იქნებითო, – პროფესიული გამოცდილების კვარცხლბეკიდან მოძღვრავს ის თავისი პოლიტიკური საროსკიპოს კოლეგებს. სუტენიორებმა ხელის მოქნევაც იციან და თანხების “მოტეხვაცო”. რასაც „მამაშები” გვიბრძანებენ, ყველაფერს არ უნდა ავყვეთო! ბავშვობაში ფილმი „სპარტაკი” მაქვსო ნანახი – არა, მოსკოვის არაო, მგონი რომის „სპარტაკი” იყო… მანდ მონები აუჯანყდნენ თავის პატრონებს, მიმართეს პროტესტის რადიკალიზაციას და გაიმარჯვესო!

მართალია, როსკიპების ჯანყზე ფილმი არ მინახავს, მაგრამ შარშან ამსტერდამში მათ სერიოზული ტალღა ააგორესო! ამ ტალღას ბერლინელი „პროსტიტუტკების” აქციებიც მოჰყვა. შემოსავლების გამჭვირვალობა მოუნდომეს იქაც, ჩვენსავით. ჩაშილაფლავდნენ! გამოუვიდათ მათ – გამოგვივა ჩვენცო!” – წერს დავით ქართველიშვილი.