„ეს რა გიქნია, დავით დოიაშვილო? რას კადრულობ? როდის მერე გვინდა ჩვენ, ხელოვანებს, რომ ხელოვნება და, ამ შემთხვევაში, კულტურა იყოს პოლიტიკური?“ – წერს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე “ფეისბუკის” გვერდზე.

მახსოვს, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაამკვიდრა ასე ჩვენში და გვყოფდა მუდმივად. ამ ტრადიციას აგრძელებს ახლა დოიაშვილი და მისი “ახალი თეატრი”?!! ჩვენ ვერ გვხედავთ აქ? ვერ გვხედავთ და არ იცით, რომ მეტნი ვართ, ვისაც მტკივნეულად გვახსოვს, როგორ გვყოფდნენ და ვისაც ეს აღარ გვინდა? ჰოდა, მოდით, ნუ შევდივართ იმ საპარლამენტო პროცესში, რომელიც პოლიტიკურია
და, თუ შევალთ, მაშინ მოგიწევთ ჩვენი აზრის მოსმენაც.

და ჩვენ უმრავლესობაში ვართ! ფულს რომ იღებ, კარგია და საიდან და რისთვის იღებ, ამ ინფორმაციის გასაჯაროება რა გახდა? რა გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური აზრი და მე ვერ გამოვიყენებ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი (თუ ვიკადრე და ჩემს ქვეყანას ვაკადრე) ქუთაისის სახელმწიფო თეატრის სცენას პოლიტიკური მიზნებისთვის და ვერ ვაჩვენებ სამყაროს, თუ რა უმსგავსობებს სჩადიოდნენ “ნაციონალები” ხელისუფლებაში ყოფნისას??? მაგრამ არ ვიკადრებ და არ ვაკადრებ.

ამიტომ ჯობს, რომ დავრჩეთ ჩვენს პროფესიულ ველზე და ნუ დავიწყებთ ხელოვანებს შორის პოლიტიკურ კამათს, მიუხედავად იმისა, რომ მე, პირადად, ხელისუფლების სათავეში “ნაცების” მობრუნებას არასდროს დავუშვებ, სიცოცხლედაც რომ დამიჯდეს”, – წერს ირინე ლომინაძე.