ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, “ფეისბუკის” გვერდზე კოლეგას – დავით ბეშიტაიშვილს (ვასო აბაშიძის დრამატული თეატრის ხელმძღვანელი) მიმართავს.

„სახელმწიფო თეატრი ერთი პოლიტიკური მოსაზრების ან ჯგუფის მოქმედების არეალი როგორ გახადე, ძამი? ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი და ჩვენც ვართ სამხატვრო ხელმძღვანელები და არ ვფიქრობთ, რომ გამჭვირვალობა დაუშვებელია“.
სასაცილოდაც კი ჟღერს ასეთი რამის თქმა დღეს. თანაც, თქვენ ჩემზე უმცროსები ხართ და ჩემზე მეტი ხომ უნდა გესმოდეთ, ამჟამინდელ მსოფლიოში რამხელა გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას. ნუ ავიგდებთ თავს მასხრად. ჩვენს საქმეს მივხედოთ”, – წერს ჩიგოგიძე.