„ხანდახან ეჭვი მეპარება, ნუთუ ამდენ ადამიანს წაკითხულის შინაარსიდან აზრი ვერ გამოაქვს, მაგრამ არა! არ კითხულობენ, მიიღეს მესიჯბოქსი “რუსული კანონი” და წავიდააა….. მათთვის მთავარი ხომ ქვეყნის აყირავებაა და არა წელში გამართული, დამოუკიდებელი, ღირსეული ქვეყანა“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

„იმდენი მკვეთრი სხვაობაა რუსულსა და ქართულ კანონებს შორის, ერთი თვალის გადავლებითაც მიხვდები, და თუ შეადარებ დასავლურს, იქ მაქსიმალურად მიახლოებულია ქართული და, ვთქვათ, ფრანგული კანონი.
რუსულისა და ქართულის შედარება კი არის გამიზნული სპეკულაცია და დეზინფორმაცია!
გვინდა დამოუკიდებელი ქვეყანა? კეთილი ინებოს ყველამ დაემორჩილოს საქართველოს კანონმდებლობას!“ – წერს ნინო ფოჩხუა „ფეისბუკის“ გვერდზე.