„გვარამიასთანა ნაძირალა როდესაც გლანძღავს, ბ-ნო კახი, ე.ი. ნამდვილად მაგარი და ჭეშმარიტად პატრიოტი კაცი ბრძანდები!“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამის შესახებ კახა კალაძის განცხადებაზე ნიკა გვარამიას რეაქციას.

„გიყვარს საქართველო! გიყვარს მშობელი ხალხი! ებრძვი ქვეყანაში გარედან მხარდაჭერილ მეხუთე კოლონას! ანუ თავდაუზოგავად ემსახურები საქართველოს სახელმწიფოს!
რაც შეეხება „ნაცობას“!
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო – მართლა “ბრავო” “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას, რომელმაც შეძლო და “ნ ა ც ო ბ ა” თავად “ნაცებისათვის” გახადა მიუღებელი და სამარცხვინო!
ამის დასტურია ის, რომ თავად ბღავიან, – “ნაცობას” გვაბრალებენ!
არ ვართ „ნაცებიო!“ – წერს გვენეტაძე „ფეისბუკის“ გვერდზე.