„ცხადია, უამრავია პლაკატი, ბანერი… ამაზე, რა თქმა უნდა, თბილისის მერია ნებართვას არ გასცემს. ეს მიზანმიმართულად ხდება – როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან აღნიშნული ბანერების გაკვრა. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის: ჩვენ ხომ გვეუბნებიან, რომ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი და ადამიანები არ უნდა შეიზღუდონ. ნახეთ, სოციალურ ქსელში განთავსდა ბანერები, რომელიც ინფორმაციულ ხასიათს შეიცავდა, რათა ადამიანებს ჰქონოდათ სრული ინფორმაცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. არ მოეწონათ ეს (ვის ინტერესებშიც შედის, რომ აღნიშნული კანონი არ იყოს მიღებული), მაშინვე დაარეპორტეს ყველაფერი და გააჩერეს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

“ქართველმა ხალხმა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდე, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე.

როგორც კი გამოვლინდებიან კონკრეტული პირები, ვინც გააკრა პლაკატები, შესაბამისად, დაჯარიმებული იქნებიან კანონის შესაბამისად.

უწყინარი ბანერები იყო, უბრალოდ, ინფორმაციულ ხასიათს შეიცავდა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურება, რატომაა გამჭვირვალე, რატომ არ არის რუსული. არავინ არ შედის სირღმეში. ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ, დაუსვათ შეკითხვა: “მითხარით ერთი რამ – რატომ არის რუსული?” პასუხს ვერ გცემენ და არანაირი არგუმენტი არ აქვთ. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება გამოდის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, განვითარებისთვის, წინსვლისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც დგას სამართლიანობაზე, რომელიც დგას იმ პრინციპებზე, რომელიც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია – ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლებების დაცვა. ეს ყველაფერი ფეხქვეშ იყო გათელილი. ხომ გვახსოვს, წლების წინ რა ხდებოდა და რა მდგომარეობა იყო. ის ევროპარლამენტარები, დღეს რომ გამოდიან და ბრტყელ-ბრტყელი სიტყებით გვესაუბრებიან, მაშინ გამოდიოდნენ და გვაჯერებდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლება, თურმე, იყო დემოკრატიის შუქურა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.